სილქ თაუერსი

დიზაინსა და კონცეფციაზე მუშაობს იაპონური არქიტექტურული სტუდია Kengo Kuma & Associates

სილქ თაუერსი წარმოადგენს ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ საცხოვრებელ და საინვესტიციო შესაძლებლობას, რომელიც ქმნის უნიკალური ცხოვრების სტანდარტს ბათუმის ისტორიულ ცენტრში.

ადგილმდებარეობა და მომხმარებელზე ორიენტირებული მდგრადი დიზაინი უზრუნველყოფს მრავალფუქნციური კომპლექსის უნიკალურ კომფორტს, მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას და განმაცვიფრებელ ხედებს ბათუმის ზღვასა და აჭარის მთებზე, რაც განსაკუთრებულ გამოცდილებას უქმნის მის მაცხოვრებლებსა და ვიზიტორებს. პროექტი აერთიანებს აპარტამენტებს, უმაღლესი კლასის სასტუმროს, ღონისძიებების სივრცეებს, კომერციულ ზონებს, კაფე-რესტორნებს, იახტ კლუბსა და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ობიექტებს. 

60,000

მშენებლობის ფართობი

20,000

სარეკრეაციო ზონა

პროექტის არქიტექტურა, რომელზეც იმუშავა მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა იაპონურმა არქიტექტურულმა კომპანიამ - Kengo Kuma and Associates, ჰარმონიულად აკავშირებს თანამედროვე დიზაინსა და ფუნქციას ქალაქსა და ზღვისპირა გარემოსთან. 

პროექტს უნიკალურს ხდის მასთან ინტეგრირებული 2 ჰექტარზე განთავსებული სარეკრეაციო ზონა - მუნიციპალურ პარკი, რაც გახდება ადგილობრივი ურბანული ქსოვილის განუყოფელი ნაწილი. სარეკრეაციო ზონის პროექტი ეკუთვნის ლანდშაფტის დიზაინის დანიურ კომპანიას MASU Planning-ს, რომელიც ცნობილია ქალაქის მაცხოვრებლებსა და მათ საჭიროებებზე მორგებული სარეკრეაციო სივრცეების განვითრებით. 

ახალი მუნიციპალური პარკი სილქ თაუერსის კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც ადგილობრივებისთვის ღია, ეკოლოგიურად მდგრად და საზოგადოების საჭიროებებზე მორგებულ სივრცეს შექმნის.

Photo
Photo

პროექტის ლოკაცია

მისამართი: ბათუმი
რუკაზე ნახვა