რესტორანი აბასთუმანი

აბასთუმანის ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში
აბასთუმანში ახალი, განსაკუთრებული რესტორანი შენდება, რომელიცბუნებრივლანდშაფტსორგანულადერწყმისდასტუმრებსდაუვიწყარკულინარიულდაესთეტიკურგამოცდილებასსთავაზობს.
მისი არქიტექტურა შექმნილია ქართველი არქიტექტორის თაკო ვალიშვილის მიერ, ხოლო ინტერიერის დიზაინზე იმუშავა ნანკა დოლიძემ. არქიტექტურული კონცეფცია შთაგონებულია აბასთუმანის გამორჩეული ბუნებით და საშუალებას იძლევა ნაგებობა და გარემო სრულ ჰარმონიაში არსებობდეს. პროექტის თითოეული დეტალი გარემოს ავთენტურობის შენარჩუნებასა და გაძლიერებას უწყობს ხელს.
რესტორანი გათვლილია 150 სტუმარზე და მათ ქართული ტრადიციული სამზარეულოს საუკეთესო კერძებს შესთავაზებს, რომლებიც ადგილობრივი ინგრედიენტებით მომზადდება. მაღალი ხარისხის მომსახურება, შთამბეჭდავი ხედები და ბუნებასთან სიახლოვე ამ სივრცეს აბასთუმანის ახალ კულინარიულ და კულტურულ დანიშნულების ადგილად აქცევს.


