წინანდლის მამულის ვილები

წინანდლის მამული ვილები განსაკუთრებული საცხოვრებელი პროექტია წინანდლის მამულში, სადაც საქართველოს არქიტექტურული მემკვიდრეობა თანამედროვე კომფორტსა და ღვინის შექმნის უნიკალურ გამოცდილებასთან არის შერწყმული. 

ვილების მაცხოვრებლებს ექნებათ შესაძლებლობა გახდნენ ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ შექმნილი ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილი, როგორებიცაა ჭავჭავაძეების ისტორიული მუზეუმი, ღვინის საცავი, ულამაზესი წინანდლის ბაღი. მათ ასევე, ექნებათ სრული წვდომა 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „რადისონ ქოლექშენის“ ყველა სერვისსა და ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის: აუზი, სპორტული დარბაზი, ტენისისა და პადელის კორტები, კონსიერჟის მომსახურება, კერძო ბაღებისა და აუზების მოვლა, კულინარიული და კულტურული ღონისძიებები.

პროექტის არქიტექტურულ დიზაინზე იმუშავა ქართულმა არქიტექტურულმა კომპანია „მიდამომ“, ხოლო ინტერიერის კონცეფცია ცნობილ ქართველ მოქანდაკესა და დიზაინერს, თამარ კვესიტაძეს ეკუთვნის. ერთი ვილა წარმოადგენს მე-19 საუკუნის არქიტექტურის, მასალებისა და დეკორატიული ელემენტებით შექმნილ ხის საცხოვრებელ შენობას. მეორე კი აგურის ვილას, რომელიც მე-20 საუკუნის ქართული არქიტექტურის თანამედროვე ინტერპრეტაციაა.

სილქ დეველოპმენტი ვილების მფლობელებს რეგიონში უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს - ღვინის მოყვარულებს ექნებათ მამულის ვენახებში გამართულ რთველში მონაწილეობისა და საკუთარს სახელზე ჩამოსხმული ღვინის მიღების შესაძლებლობა. ვილები არა მხოლოდ საცხოვრებელი სივრცეა, არამედ უნიკალური შესაძლებლობა, გახდეთ ქართული კულტურისა და წინანდლის ისტორიიის ნაწილი.

Photo
Photo

პროექტის ლოკაცია

მისამართი: წინანდალი
რუკაზე ნახვა