ტელეგრაფი

პროექტის შესახებ
სასტუმრო “ტელეფრაფი” თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ფოსტის ისტორიულ შენობაშია განთავსებული. შენობა 70-იან წლებში არქიტექტორებმა ლადო ალექსი-მესხიშვილმა და თეიმურაზ მიქაშავიძემ შექმნეს და თავისი დროის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. შენობის რეკონსტრუქციასა და სასტუმროს დიზაინზე იმუშავა მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა არქიტექტურულმა სტუდია – Neri & Hu-მ, რომლის კონცეფცია დახვეწილი ესთეტიკისა და ფუნქციის იდეალურად შერწყმას ეფუძნება. რეკონსტრუქცია შენობის პირველადი იერსახის მაქსიმალური შენარჩუნებით განხორციელდა. მათ შორის, შენარჩუნდა ბოლნისის ტუფით მოპირკეთებული გარე ფასადი, რომელიც თბილისის ურბანული ლანდშაფტის მნიშვნელოვანი ნაწილია.
სასტუმრო „ტელეგრაფი“ აერთიანებს 239 დახვეწილი დიზაინის ნომერს, განსხვავებული კულინარიული კონცეფციის რესტორნებს, უმაღლესი კლასის ბარებსა და ჯაზკლუბს. ასევე, საკონფერენციო სივრცეებს სხვადასხვა კულტურული თუ ბიზნეს ღონისძიებისთვის.
2024 წლის ნოემბერში „ტელეგრაფი“ ოფიციალურად შეუერთდა The Leading Hotels of The World-ს (LHW), რაც რეგიონში პირველი შემთხვევაა და წარმოადგენს დასტურს, რომ სასტუმრო რეგიონში სტუმარმასპინძლობის ახალ პრემიუმ სტანდარტებს დააწესებს.
„ტელეგრაფის“ უნიკალური არქიტექტურა, ისტორიული მემკვიდრეობა და უმაღლესი დონის მომსახურების სტანდარტები, მას არა მხოლოდ თბილისის, არამედ მთლიანად რეგიონის ერთ-ერთ გამორჩეულ სასტუმროდ აქცევს.
სასტუმროს ნომერი
მილიონის ინვესტიცია
რესტორანი


