რადისონ ბლუ ივერია
მისამართი: თბილისი
კატეგორია პორტოფლიო :
სასტუმრო

რადისონ ბლუ ივერია საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, მდებარეობს და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს, რაც ყველა ფანჯრიდან გაშლილ ქალაქის ხედებს კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას სძენს.
236-ნომრიანი სასტუმრო განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს სტუმრებს, რომლებიც ელეგანტურ გარემოს, დახვეწილ მომსახურებასა და კულინარიულ მრავალფეროვნებას აფასებენ.
სასტუმროში შეგიძლიათ ისიამოვნოთ:
- იტალიური სამზარეულოთი "ფილინიში"
- აზიური გემოებით "უმამიში"
- უგემრიელესი დესერტებითა და არომატული ყავით "ივერია კაფეში"
- ღია ცის ქვეშ "ივერია ტერასაზე" დაუვიწყარი კულინარიული გამოცდილებით რადისონის შეფებთან ერთად
- მე-18 სართულზე განთავსებულ "ოქსიჯენ ბარში" ქალაქის პანორამული ხედების ფონზე საავტორო კოქტეილებით
- ან სემონინ სპითა და აუზებით
ხოლო მათ, ვინც იღბლის გამოცდას აპირებს, სასტუმროს გვერდით განთავსებული სამორინე "ივერია“ დახვდებათ.
236
სასტუმროს ნომერი
9
შეხვედრების ოთახი



Project Title