გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

აღწერა

  • დეპარტამენტი: გაყიდვები
  • ლოკაცია: ბათუმი
  • გამოქვეყნდა:31.08.2024
  • ბოლო ვადა:12.09.2024
  • ხელფასი: გამოცდილების მიხედვით

აღწერა

  • დეპარტამენტი: გაყიდვები
  • ლოკაცია: ბათუმი
  • გამოქვეყნდა:31.08.2024
  • ბოლო ვადა:12.09.2024
  • ხელფასი: გამოცდილების მიხედვით

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიისა და ბრენდების მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, აქტივობების კალენდრის გაკეთება, ბიუჯეტირება და განხორციელება;

  • ბაზრის მოთხოვნის სისტემატიური კვლევა;

  • ახალი და არსებული მომწოდებლების ახალი პროდუქტების მოძიება, ანალიზი, ბიუჯეტირება და მოლაპარაკების წარმოება;

  • ბრენდის იმიჯის სწორ პოზიციონირებასა და განვითარებაზე ზრუნვა;

  • სარეკლამო არხების განსაზღვრა და ათვისება, კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;

  • ბრენდებისა და პროდუქტების მახასიათებლების ზედმიწევნით, სრულყოფილად კარგად შესწავლა, გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ბრენდების/პროდუქციის პრეზენტირება და ტრენინგი;

  • ბრენდების განვითარება, ბაზარზე ცნობადობისა და მოცულობის გაზრდა;

  • ბრენდების სამიზნე ჯგუფის მუდმივი კვლევა, მომხმარებელთა ქცევის შესწავლა და კომუნიკაციის შესაბამისი სტრატეგიის წარმოება;

  • ბრენდის იდენტობისა და სასურველი იმიჯის ბაზარზე, სწორად დამკვიდრებისა და ბიზნესის ზრდისთვის საჭირო ნაბიჯების გათვლა, მათი აღსრულება;

  • ბაზრის და გაყიდვების ანალიზის საფუძველზე, ბრენდის და კატეგორიის ჭრილში, ზუსტი შეკვეთების და ოპტიმალური შესყიდვების დაგეგმვა;

  • არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაცია, მათთან საუკეთესო კომერციულ პირობებზე შეთანხმება და თანამშრომლობა;

  • გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების/აქციების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;

  • სოციალური ქსელების/პლატფორმების მართვის სტრატეგიის შემუშავება, ბიუჯეტირება და აღსრულების კონტროლი;

  • გუნდთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით, ახალი იდეების გენერირება და მათთვის სტრატეგიის დასახვა;

  • მარკეტინგის გეგმის ეფექტურად შესრულებისათვის, გუნდის წევრებზე დავალებების სწორად დელეგირება და პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი.

მოთხოვნები:

  • აუცილებელია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან გაყიდვების მიმართულებით;

  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის/გუნდის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

  • დისტრიბუციის, გაყიდვების, ბრენდის მართვის, კატეგორიის მართვის ან საცალო ვაჭრობის სფეროში გამოცდილება;

  • FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება;

  • P&L, ფინანსური ანალიტიკის, მოდელირებისა და პროგნოზირების გამოცდილება

  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

შეავსე განაცხადი

გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

შეავსე განაცხადი, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით

ჩააგდე ან

მაქსიმუმ 5 გბ

_well_done

_application_success_text

Okay
Oops! Something went wrong while submitting the form.