მარკეტინგის სპეციალისტი
ფუნქცია-მოვალეობები:
კომპანიისა და ბრენდების მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, აქტივობების კალენდრის გაკეთება, ბიუჯეტირება და განხორციელება;
ბაზრის მოთხოვნის სისტემატიური კვლევა;
ახალი და არსებული მომწოდებლების ახალი პროდუქტების მოძიება, ანალიზი, ბიუჯეტირება და მოლაპარაკების წარმოება;
ბრენდის იმიჯის სწორ პოზიციონირებასა და განვითარებაზე ზრუნვა;
სარეკლამო არხების განსაზღვრა და ათვისება, კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
ბრენდებისა და პროდუქტების მახასიათებლების ზედმიწევნით, სრულყოფილად კარგად შესწავლა, გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ბრენდების/პროდუქციის პრეზენტირება და ტრენინგი;
ბრენდების განვითარება, ბაზარზე ცნობადობისა და მოცულობის გაზრდა;
ბრენდების სამიზნე ჯგუფის მუდმივი კვლევა, მომხმარებელთა ქცევის შესწავლა და კომუნიკაციის შესაბამისი სტრატეგიის წარმოება;
ბრენდის იდენტობისა და სასურველი იმიჯის ბაზარზე, სწორად დამკვიდრებისა და ბიზნესის ზრდისთვის საჭირო ნაბიჯების გათვლა, მათი აღსრულება;
ბაზრის და გაყიდვების ანალიზის საფუძველზე, ბრენდის და კატეგორიის ჭრილში, ზუსტი შეკვეთების და ოპტიმალური შესყიდვების დაგეგმვა;
არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაცია, მათთან საუკეთესო კომერციულ პირობებზე შეთანხმება და თანამშრომლობა;
გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების/აქციების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
სოციალური ქსელების/პლატფორმების მართვის სტრატეგიის შემუშავება, ბიუჯეტირება და აღსრულების კონტროლი;
გუნდთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით, ახალი იდეების გენერირება და მათთვის სტრატეგიის დასახვა;
მარკეტინგის გეგმის ეფექტურად შესრულებისათვის, გუნდის წევრებზე დავალებების სწორად დელეგირება და პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი.
მოთხოვნები:
აუცილებელია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან გაყიდვების მიმართულებით;
მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის/გუნდის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
დისტრიბუციის, გაყიდვების, ბრენდის მართვის, კატეგორიის მართვის ან საცალო ვაჭრობის სფეროში გამოცდილება;
FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება;
P&L, ფინანსური ანალიტიკის, მოდელირებისა და პროგნოზირების გამოცდილება
საოფისე პროგრამების ცოდნა;
აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.