კომპანია

უძრავი ქონების განვითარებისა და მართვის წამყვანი კომპანია საქართველოში
სილქ რიალ ისთეითი რიცხვებში
წელი ბაზარზე
დასრულებული პროექტები
მილიონი აქტივები
მილიარდი ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში
სასტუმროს ნომერი
სილქ რიალ ისთეითი მთელი საქართველოს მასშტაბით ავითარებს და მართავს უძრავი ქონების პროექტებს სილქ დეველოპმენტისა და სილქ ჰოსფითალითის მეშვეობით. ჩვენი პორტფოლიო მოიცავს პრემიუმ კლასის საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, მულტიფუნქციურ, სარეკრეაციო, გამაჯანსაღებელ და სახელოვნებო სივრცეებს.


მისია & ხედვა
მისია & ხედვა
სილქ რიალ ისთეითი - მუდმივად მზარდი კომპანია უძრავი ქონების სექტორში, რომლის წარმატება დაფუძნებულია პროფესიონალიზმის მაღალ დონეზე, ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომასა და მრავალწლოვან გამოცდილებაზე.
ჩვენი მისიაა, განვავითაროთ და განვახორციელოთ უმაღლესი ხარისხის მდგრადი პროექტები უძრავი ქონების სექტორში, რომლებიც შეესაბამება ინდუსტრიის საუკეთესო და თანამედროვე სტანდარტებს და იქცევა მემკვიდრეობად.
გონივრული და ფუნქციური დიზაინით შექმნილი მდგრადი პროექტებით, რომლებიც ბუნებრივად ერწყმის გარემოს, ჩვენ ვქმნით ახალ და განსაკუთრებულ მიზიდულობის ადგილებს და ვაძლიერებთ სოციალურ კავშირებს.
დღეს ჩვენ ვნერგავთ საუკეთესო და ინოვაციურ საერთაშორისო პრაქტიკას უძრავი ქონებისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში, ვზრუნავთ მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნაზე და აქტიურად ვავითარებთ ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს.
კომპანიის შიდა კულტურა ქმნის ჯანსაღ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გუნდურობას, ურთიერთმხარდაჭერასა და თანამშრომელთა პროფესიული წვლილის აღიარებას.
ღირებულებები

ინოვაცია
ჩვენ ვნერგავთ თანამედროვე ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს, რათა შევქმნათ გამორჩეული პროექტები

პარტნიორობა
ჩვენ ვაფასებთ გრძელვადიან და წარმატებულ თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან, რაც ქმნის ნდობას და საერთო წარმატებას

მდგრადობა
ჩვენი პროექტები ექცევა ეკოლოგიურ და სოციალური პასუხისმგებლობის ჩარჩოებში, რათა უზრუნველყოს გრძელვადიანი დადებითი გავლენა გარემოსა და საზოგადოებაზე

პროფესიონალიზმი
კომპანიის წარმატების საფუძველია მაღალკვალიფიციური გუნდი, რომელიც ქმნის ინოვაციურ და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს
ჩვენი გუნდი
ჩვენი გუნდი სილქ რიალ ისთეითის მთავარი საყრდენია. გამოცდილებით, მრავალფეორვანი ნიჭითა და პროფესიული ღირებულებების ერთგულებით ვქმნით ინოვაციურ და გამორჩეულ პროექტებს. მომავლისკენ ხედვით, თითოეული გუნდის წევრთან ერთად წვლილი შეგვაქვს საქართველოში ურბანული ცხოვრების საუკეთესო გამოცდილების ჩამოყალიბებაში.
ჩვენი გუნდი
ჩვენი გუნდი სილქ რიალ ისთეითის მთავარი საყრდენია. გამოცდილებით, მრავალფეორვანი ნიჭითა და პროფესიული ღირებულებების ერთგულებით ვქმნით ინოვაციურ და გამორჩეულ პროექტებს. მომავლისკენ ხედვით, თითოეული გუნდის წევრთან ერთად წვლილი შეგვაქვს საქართველოში ურბანული ცხოვრების საუკეთესო გამოცდილების ჩამოყალიბებაში.