Silk Road Group Holding-მა მდგრადობის ანგარიშგების სარგებელსა და გამოწვევებზე ისაუბრა

Photo

Silk Road Group Holding-მა საჯარო განხილვაში მიიღო მონაწილეობა.

20 მაისს თბილისში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით „მდგრადობის ანგარიშგება და შესაბამისი მარწმუნებელი მომსახურება: საერთაშორისო გამოცდილება და მნიშვნელობა საქართველოსთვის“, რომელიც ორგანიზებული იყო SARAS-ის მიერ. ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი და პოლონეთის აუდიტორული ზედამხედველობის სააგენტო - PANA.

ერთ-ერთ პანელზე - „მდგრადობის ანგარიშგების სარგებელი და გამოწვევები“ - სილქ როუდ ჯგუფის ESG მიმართულების ხელმძღვანელმა,  ლევან გოგოლაძემ, ისაუბრა ჯგუფის მდგრადობის ანგარიშგებაზე გადასვლის პროცესზე, ESG სამოქმედო გეგმაზე და მონაცემებზე დაფუძნებული ანგარიშგების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ჯგუფის მიზანია ეტაპობრივად ჩამოაყალიბოს ინვესტორებისთვის სანდო, შედარებადი და საერთაშორისო პრაქტიკასთან თავსებადი მდგრადობის ანგარიშგების სისტემა.

ლევან გოგოლაძემ ხაზი გაუსვა ESG მონაცემების ხარისხის, შიდა პროცესების, ცოდნის განვითარებისა და მარწმუნებელი მომსახურებისთვის მზადყოფნის საჭიროებას, როგორც კერძო სექტორისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საყურადღებო საკითხს.