მწვანე კონცხი ბოტანიკო – ეროვნული და საერთაშორისო აღიარებები უძრავი ქონებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში

ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოები
2024 წელს საცხოვრებელმა კომპლექსმა “მწვანე კონცხი ბოტანიკო” არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, როგორც უძრავი ქონების, ისე ტურიზმის მიმართულებით.
FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2024
11 ოქტომბერს, ბათუმში გამართულ გალა-დაჯილდოებაზე “მწვანე კონცხი ბოტანიკო” გახდა 2024 წლის საუკეთესო დასასვენებელი კურორტი და საშუალო სიმაღლის საცხოვრებელი შენობა. უძრავი ქონების ექსპერტებისგან შემდგარმა საერთაშორისო ჟიურიმ პროექტი მისი არქიტექტურის, კონცეფციისა და ხარისხის გამო გამოარჩია.
Archello Awards 2024
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ არქიტექტურულ კონკურსში "მწვანე კონცხი ბოტანიკო" Housing Project of the Year – Mid Rise კატეგორიაში ხალხის რჩეული გახდა. კონკურსში 1000-ზე მეტი პროექტი მონაწილეობდა, რაც ამ გამარჯვებას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.
Traveller Review Awards 2024
Booking.com-ის Traveller Review Awards 2024 ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელსაც მილიონობით მოგზაური მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროებსა და საცხოვრებელ პროექტებს ანიჭებს. "მწვანე კონცხმა ბოტანიკომ" 9.3 ქულით პირველი ადგილი დაიკავა წინანდლის მამულის რადისონ ქოლექშენთან ერთად. ეს არის საერთაშორისო აღიარება, რომელიც მაღალი სტანდარტების მომსახურებაზე მეტყველებს.
მწვანე კონცხი ბოტანიკოს შესახებ
ეს უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან მხოლოდ 2 წუთის სავალზე მდებარეობს და მაცხოვრებლებსა და სტუმრებს იდეალურ საცხოვრებელ გარემოს სთავაზობს. მისი გენერალური გეგმა აერთიანებს ორ 7-სართულიან საცხოვრებელ ბლოკს, პრემიუმ კლასის 80 აპარტამენტს და გამაჯანსაღებელ ცენტრს, სადაც აუზები, ფიტნეს სტუდიო და რესტორანია განთავსებული.
მწვანე კონცხი ბოტანიკო არის ადგილი, სადაც შესაძლებელია როგორც სრულად გარემონტებული ბინის შეძენა, ასევე ქირაობა და ნებისმიერ შემთხვევაში კაფე „ბოტანიკოს“ სტუმრობა, რომელიც ქართულ და ევროპულ კერძებს აერთიანებს.
ეს წარმატება ჩვენი ხედვის, ხარისხისა და ინოვაციის შედეგია – "მწვანე კონცხი ბოტანიკო" უკვე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც აღიარებულია.

