სილქ თაუერსი

დიზაინსა და კონცეფციაზე მუშაობს იაპონური არქიტექტურული სტუდია Kengo Kuma & Associates

 სილქ თაუერსი პრემიუმ აპარტამენტებს მაღალი კლასის სასტუმროს, მრავალფუნქციურ სივრცეს ღონისძიებებისთვის, კომერციულ ფართებსა და კაფე-რესტორნებს, თანამედროვე სტანდარტების იახტ კლუბს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ობიექტებს — სავარჯიშო დარბაზებს, აუზებს, სპას, პადელსა და რეკრეაციულ ზონას აერთიანებს, რომელიც 2 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოიცავს. განსაკუთრებული მახასიათებლებით გამორჩეული კომპლექსი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს: ერთი მხრიდან მისი ხედი ბათუმის უნიკალურ სანაპირო ზოლსა და ბულვარზე, მეორე მხრიდან კი ქალაქის ისტორიულ ნაწილსა და მთიან აჭარაზე იშლება. 

60,000

მშენებლობის ფართობი

20,000

სარეკრეაციო ზონა

პროექტის პირველი ფაზის დიზაინსა და კონცეფციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იაპონელი არქიტექტორის, კენგო კუმას მიერ დაარსებული დიზაინ-სტუდია მუშაობს. ის ცნობილია „ბუნებრივი არქიტექტურით“, რომელიც ბუნებას, ტექნოლოგიასა და ადამიანებს შორის განსხვავებულ, ახლებურ კავშირებს აყალიბებს. მისი კომპანიის ხედვა ითვალისწინებს მდგრად არქიტექტურას, რომელიც მაქსიმალურად ბუნებრივი მასალების გამოყენებასა და გარემოში ჰარმონიულ ინტეგრაციაზეა ორიენტირებული. 

Photo
Photo

პროექტის ლოკაცია

მისამართი: ბათუმი
რუკაზე ნახვა